თბილისის 10 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის 10 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ. საუბარია შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ხიზამბარელის, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩებზე.

ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და რობაქიძის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამტრედიის ქუჩასაც.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ბუკიას ბაღის, ზაქარიაძის, კოსტავას, ბერბუკის, ალმასიანის, ალექსიძის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბახტრიონის, ბალანჩივაძის, იოსებიძის, დოლიძის, ბოლქვაძის, იყალთოს, ახალშენის, ბზვანელის, ჩიქოვანის, ასლანიდის, პანკისის, ქაფიანიძის, ჯანო ბაგრატიონის, კალისტრატე ქუთათელაძის, ედიშერ მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, მარიკა ბარათაშვილის, მიცკევიჩის, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩებზე.

ვაკის რაიონის აბონენტებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ. კერძოდ დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის და ვირსალაძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
კრწანისის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამღებროს ქუჩას.

სამგორის რაიონში, ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. საუბარია ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩებზე. ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ. საუბარია მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, რეხის, მონადირის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ნუშის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის და რომელაშვილის ქუჩებზე.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლის, ჩარგლის, ჩარხის, ქუთათელაძის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩებს.
ისნის რაიონში, ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ყვარლის, უშაკოვის, მესხეთის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, რატილის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მეტეხის, საინგილოს, ჯორჯ ბუშის, მელაანის და საბანაკოს ქუჩებზე. 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება სამხედრო ქალაქის, საექიმოს და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩებზე.