თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

Thirty Seconds to Mars-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 13 აგვისტო თბილისი-ბლექ სი არენა -ბათუმი-ბლექ სი არენა-თბილისი. გასვლა, თბილისი -12:40 საათზე; ჩასვლა, „ბლექ სი არენა“ -17:25 საათზე; ჩასვლამ ბათუმი-18:23 საათზე, გამოსვლა, ბათუმი – 23:50 საათზე,  ჩამოსვლა, „ბლექ სი არენა“ – 00:38 საათზე;  ჩამოსვლა, თბილისი – 05:15 საათზე.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატარებელი № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატარებელი №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: საქართველოს რკინიგზის ბილეთების (Georgian Railway Tickets) მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, მგზავრმა აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში; ასევე ვებგვერდებზე – Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge;  სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

დატოვე კომენტარი