თბილისიდან ანკარას მიმართულებით იანვრიდან პირდაპირი ფრენები იწყება
თბილისიდან ანკარას მიმართულებით იანვრიდან პირდაპირი ფრენები იწყება

თბილისიდან ანკარას მიმართულებით 2019 წლის იანვრიდან პირდაპირი ფრენები იწყება. ამის შესახებ „ტავ ჯორჯია“ იუწყება.

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Boeing 737 – 800 ტიპის ხომალდებით „თურქეთის ავიახაზები“ შეასრულებს.

დღეისთვის, თურქეთის ავიახაზები ყოველდღიურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტების მიმართულებით დაფრინავს.