თბილისიდან 183 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა დაფიქსირდა

15:44, 13.02.2021

თბილისიდან 183 კილომეტრში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 122 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:29 საათზე მოხდა.

მსგავსი