თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის მოთხოვნით, სენაკში აქცია გაიმართა
თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის მოთხოვნით, სენაკში აქცია გაიმართა

ხმაური იყო სენაკის მერიასთან. ქალაქ სენაკის მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილი თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, გზა იმდენად დაზიანებულია, რომ სატვირთო ავტომანქანების მოძრაობამ მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა, გაბზარულია კედლები. როგორც ისინი ირწმუნებიან, სახლებში ცხოვრება საშიშია.

მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. სწორედ მერთან შეხვედრაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

სენაკის მერის განმარტებით, თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი საქართველოს გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. უკვე შესრულებულია საპროექტო სამუშაოები და 2020 წლის იანვარში ტენდერი გამოცხადდება.

მოსახლეობამ ამავე მოთხოვნით აქცია მიმდინარე წლის 30 აგვისტოსაც გამართა და მაშინ მათ ცენტრალური გზაც გადაკეტეს.