„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერლების სასტიპენდიო კონკურსი დასრულდა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერლების სასტიპენდიო კონკურსი დასრულდა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მწერლების სასტიპენდიო კონკურსი დასრულდა. ცნობილია გამარჯვებულთა ხუთეული:

• დიანა ანფიმიადი- „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“ (დახმარე სახელმძღვანელო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის);
• სოფიკო დუმბაძე – „მადლიერების მთა“ (პოეზია);
• ნინო სურამელაშვილი – „რომეო იცინოდა“ (რომანი);
• ოთარ ჯირკვალიშვილი – კრიტიკული წერილები;
• დავით ჯიშკარიანი – „37 ამბავი 1937 წელზე“(დოკუმენტური პროზა).

კონკურსი სტიპენდია მწერლებისთვის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 3 ივლისს გამოცხადდა და თვის ბოლომდე გაგრძელდა. კონკურსის პირობების თანახმად, ჟანრი შეზღუდული არ იყო და მასში მონაწილება შეეძლო ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ავტორს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსოდ შევიდა 300-ზე მეტი განაცხადი. სამწევრიანმა ჟიურიმ არჩევანი ხუთ განაცხადზე შეაჩერა.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

დატოვე კომენტარი