თბილისი-ვენის რეისთან დაკავშირებით „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს
თბილისი-ვენის რეისთან დაკავშირებით „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ვენის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღევანდელი რეისი – A9 681 თბილისი-ვენა – შესრულდა მოგვიანებით. მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა, ორი საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი, სანამ დაეშვებოდა.

მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილსა და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე!

ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის!“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.