თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმს'' მასპინძლობს
თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმს'' მასპინძლობს

თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმს” მასპინძლობს. „არტისტერიუმი“ წელს მეთერთმეტედ იმართება და 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

არტისტერიუმში როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ძირითადი საექსპოზიციო ეპიცენტრი ტრადიციულად თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ იქნება.

წლევანდელი „არტისტერიუმით“ სრულდება ათწლიანი ციკლი, რომლის მიზანი იყო საქართველოში საგალერეო გამოფენების განვითარება. ათი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ღონისძიებებმა თანამედროვე ხელოვნების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

2008 წლიდან დღემდე „არტისტერიუმის“ ფარგლებში იმართებოდა როგორც საგალერეო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო მულტიმედია პროექტები, ასევე იმართებოდა არასაგალერეო გამოფენებიც ელიავას ბაზრობაზე, „აუდის” პროფილაქტიკაში და სხვადასხვა ურბანულ სივრცეებში.