თბილისი-სენაკი-ზუგდიდის გზაზე, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ზუგდიდის გზაზე, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საპატრულო პოლიციისა და „ჯიპის“ მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად, პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული პოლიციელი სენაკის კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.