თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-სოფელი ხევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-სოფელი ხევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ150 (სურამის კვანძი-სოფელი ხევი) მონაკვეთზე როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობები რჩება რთული, რის გამოც ვთხოვთ მძღოლებს, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.