თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე 10-დან 14 სექტემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წლის 10 სექტემბრის 10:00 სთ-დან 14 სექტემბრის 20:00 სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე (სადგური სამტრედია I, კმ104 პკ. 8-ში) არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინო-კორდული ფენილის რეაბილიტაციას.

„აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა დროის მოცემულ პერიოდში სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა ქ. სამტრედიაში არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის გავლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.