თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.