ქვათა ცვენის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, სოფელ ხუნევთან მოძრაობა შეფერხებულია

14:12, 22.05.2019

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან,  ქვათა ცვენის გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მსგავსი