თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის გახსნის ღონისძიებებისთვის საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე, დასავლეთის მიმართულებაზე გზის ჩაკეტვა 21 აგვისტოს 23:00 სთ-დან 22 აგვისტოს 06:00 სთ-მდე.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

დატოვე კომენტარი