თბილისი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ღონისძიებას მასპინძლობს
თბილისი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ღონისძიებას მასპინძლობს

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და დაეთვალიერებინათ მათი კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებაზე გაიმართა სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია 2012 წლიდან, წელიწადში ერთხელ იმართება.