თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

17:21, 03.07.2018

თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

მსგავსი