თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

14:30, 17.09.2018

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სწრაფად მოძრავი „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი