„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები ორშაბათიდან განახლდება
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები ორშაბათიდან განახლდება

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მათ მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს ორშაბათიდან განაახლებენ.

ამის შესახებ განცხადება „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა ჟურნალისტებთან გააკეთა, რის შემდეგაც, მან აქციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვა.

მისივე თქმით, ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების მიღებამდე კომუნიკაცია ჰქონდათ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან.

„საჯარო სივრცეების დათმობას არ ვაპირებთ, ეს არ არის უკან დახევა. ვბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა თაბაგარმა.

დატოვე კომენტარი