„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი შეკრებილია პარლამენტის შენობის წინ, სადაც სრულდება მუსიკალური ნომრები, ნაწილი კი, ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფება, სადაც პარაკლისი სრულდება.

პარაკლისს მეუფე შიო ატარებს, რომელიც ქაშვეთის ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად მივიდა.