თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს, – ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

„კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს.

შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე. „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის“, – აცხადებენ კომპანიაში.