თბილისი მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ [ფოტო]
თბილისი მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ [ფოტო]

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში დღეს, 12:00 საათიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.

შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

ამასთან, იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. შეზღუდვა შეეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება.

ნახეთ, მირიან მელაძის ფოტოობიექტივში, როგორ გამოიყურება თბილისის ქუჩები მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ.