„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

19:06, 02.02.2025

„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე „თბილისი მოლთან“ აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაშავებულებს შორის არის „ტვ პირველის“ ოპერატორი.

რა დაზიანებები აღენიშნებათ დაშავებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი