თბილისი მოლში 3x3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი დაიწყო
თბილისი მოლში 3x3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი დაიწყო

თბილისი მოლში 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი დაიწყო.

გადამწყვეტი ეტაპისთვის შესარჩევი თამაშები ჩატარდა თბილისში, ყვარელში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. შედეგად ფინალურ ტურნირში მონაწილე 12 გუნდი გამოვლინდა.

ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერი – კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„გამარჯვებული გუნდი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც 11-12 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ეტაპი გაიმართება“, – ამბობს 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიგა გურგენიძე.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრს, გიორგი შერმადინსაც სურდა, მაგრამ ვერ შეძლო.

„ძალიან ძლიერი გუნდები შეიკრიბა, რადგან საქართველოს ნაკრების წევრებიც თამაშობენ. პირადად მეც მსურდა გამოსვლა, მაგრამ დღეს მივემგზავრები და ეს ფიზიკურად ვერ მოვახერხე“,- განაცხადა შერმადინმა.