„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები
„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, ასევე ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
„თბილისი მოლთან“ აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან მიდიან.
ამასთან, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.