თბილისში, ჯიქიაზე სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ჯიქიაზე სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

უწყების ცნობით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და რამდენიმე წუთში სრულად იქნება ლიკვიდირებული.

დამწვარია დაახლოებით 120 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.