თბილისი ჯაზ-ფესტივალს 28-30 აპრილს უმასპინძლებს
თბილისი  ჯაზ-ფესტივალს 28-30 აპრილს უმასპინძლებს

2018 წლიდან თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება.

თბილისი რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს 28-30 აპრილს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები გაიმართება.

ფესტივალს 28 აპრილს, “Event Hall“-ში ცნობილი ამერიკული ჯაზ-ტრიო „Bad Plus” გახსნის. 29 აპრილს, კლუბში “რესპუბლიკა” მსმენელის წინაშე აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი ”Naturally 7“, ასევე DJ Derrick McKenzie (Jamiroquai) და Steve Taylor (iCulture) წარდგებიან.

30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს “Miles Electric Band”-ი დახურავს, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.

ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები – Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო, რომლის შემადგენლობაში არიან სანდრო კვაჭაძე (ბასი/ვოკალი), გიგი ცინცაძე (გიტარა), დანიელ ადიკაშვილი (დრამი); ასევე კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.