თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე რკინიგზის გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტრამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელმა დაათვალიერა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზაგამტარი, გასული საუკუნის 80-იან წლებშია აგებულია. ხიდი დაზიანებული იყო და არ შეესაბამებოდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად, ხიდზე განხორციელდა გზაგამტარის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი მოაჯირები და სადეფორმაციო ნაკერები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 984 200 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.