თბილისი-ფოთის მატარებლის ვაგონის კედლის მოხატვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისი-ფოთის მატარებლის ვაგონის კედლის მოხატვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისი-ფოთის მატარებლის ვაგონის კედლის მოხატვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, თანამშრომლებს დილით ვაგონი მოხატული დახვდათ და პოლიცია გამოიძახეს.

„ზუსტად არ ვიცით, ვაგონი როდის მოიხატა. დილით მისულ თანამშრომლებს დახვდათ ასეთ მდგომარეობაში. მაშინვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მეტი ინფორმაცია არ გვაქვს და სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადეს რკინიგზის პრესსამსახურში.

ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.