„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება.

როგორც ირაკლი დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„დათვალიერება მოხდა „თბილისი ენერჯის“ მიერ და დათვალიერების შედეგად შემიძლია, გითხრათ, რომ ადგილზე ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის. თუ რა მოხდა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს და გეტყვით მოგვიანებით“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.