„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზმომარაგების აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზმომარაგების აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს.

მათივე ცნობით, გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური  ჯგუფები უკვე მუშაობენ.

როგორც „თბილისი ენერჯის“ მიერ დამატებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური გაზსადენი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა.

„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, გაზმომარაგების აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.

„თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.