„თბილისი ენერჯის“ ცნობით, წერეთლის გამზირზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა [ვიდეო]

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, თბილისში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. კომპანიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის N55-ში, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ობიექტში „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებს დახვდათ რეზინის მილი, რომელიც არც ერთ დანადგარზე არ იყო დაერთებული, ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა.

„სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის ონკანები და ფართი განიავდა. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ფართში ობიექტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ გაზის სუნის შესახებ ეს ადამიანები წინა დღეს მეზობელმაც გააფრთხილა. თუმცა „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება მხოლოდ დღეს შემოვიდა.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გთხოვთ – გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და იყავით ყურადღებით. თქვენს ქმედებაზე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. უარი თქვით კუსტარულ გაზგაყვანილობაზე, მკვლელ, ღია წვის კამერიან დანადგარებზე და არ დატოვოთ დანადგარები უყურადღებოდ“, – აცხადებენ კომპანიაში.