„თბილისი ენერჯიმ“ აგვისტოში, თბილისის საცხოვრებელ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებისას 2455 დარღვევა გამოავლინა
„თბილისი ენერჯიმ“ აგვისტოში, თბილისის საცხოვრებელ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებისას 2455 დარღვევა გამოავლინა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში, თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა გამოავლინეს.

კომპანიის ცნობით, მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.

„თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას.

კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი – ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე – თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

აქვე, „თბილისი ენერჯი“ 2019 წლის აგვისტოს თვეში თბილისში უბნების მიხედვით სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს:

ისანი-ვაზისუბანი 492

სანზონა 308

▪ ჩუღურეთი 294

▪ სამგორი 653

▪ წყნეთი 9

▪ გლდანი 42

▪ კრწანისი 81

▪ საბურთალო 42

▪ ნაძალადევი 219

▪ ნუცუბიძე 84

▪ დიდუბე 55

▪ დიღომი 64

▪ ვაკე 78

▪ მთაწმინდა 34

▪ სულ 2455.