„თბილისი ენერჯი“ - ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას გაზსადენი დააზიანეს
„თბილისი ენერჯი“ - ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას გაზსადენი დააზიანეს

ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ანაგის“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც „თბილისი ენერჯის“ 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დააზიანა. ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5 000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა 28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად აღდგება დღის ბოლომდე. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში“, – აცხადებენ კომპანიაში.