„თბილისი ენერჯი“ თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზის დაგროვებას არ ადასტურებს
„თბილისი ენერჯი“ თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზის დაგროვებას არ ადასტურებს

კომპანია „თბილისი ენერჯიში“ თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზის დაგროვებას არ ადასტურებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

„თბილისი ენერჯი“ ელოდება გამოძიების დასრულებას, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ მისამართზე გაზის დაგროვება არ დასტურდება“, – განაცხადეს კომპანიაში.

აფეთქება თემქაზე, თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში 12 ივლისს, მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.