„თბილისი ენერჯი“ - თბილისის 630 000-მდე მცხოვრებმა კომპანიისგან დისტანციურ მომსახურებაზე სატელეფონო შეტყობინება მიიღო
„თბილისი ენერჯი“ - თბილისის 630 000-მდე მცხოვრებმა კომპანიისგან დისტანციურ მომსახურებაზე სატელეფონო შეტყობინება მიიღო

დედაქალაქის 630 000-მდე აბონენტმა კომპანია „თბილისი ენერჯისგან“ უსაფრთხოების მესიჯი მიიღო, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს ეხება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკუთარ აბონენტებს შეახსენეს, რომ მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ერთი კვირაა, „თბილისი ენერჯი“, რაიონული მომსახურების ცენტრების პარალელურად, გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე. აბონენტებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში, მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მოაგვარონ დისტანციურად.

„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს სთავაზობს მომსახურებას ტელეფონით 2 40 40 04, ფეისბუქის ოფიციალური გვერდისა და ასევე კომპანიის ვებგვერდის საშუალებით TE.GE.

გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ, კომპანიას ოფიციალური Email-ის საშუალებით დაუკავშირდნენ და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მიიღონ პასუხი.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, „თბილისი ენერჯიმ“ გაითვალისწინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. თანამშრომლების და აბონენტების უსაფრთხოებისa და ჯანმრთელობის გამო ყველა მომსახურების ცენტრში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, მოეწყო სადეზინფექციო წერტილები და თანაშრომლებს დაურიგდათ ბახილები და პირბადეები“, – აცხადებენ კომპანიაში.