„თბილისი ენერჯი“ - ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა
„თბილისი ენერჯი“ - ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული.

„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.