„თბილისი ენერჯი“ - ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობდა რემონტი, სავარაუდოდ საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან
„თბილისი ენერჯი“ - ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობდა რემონტი, სავარაუდოდ საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ დიღმის მასივში დღეს მომხდარი აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

„დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან ან გადაადგილებასთან.

ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება.

გაფრთხილდით გაზის დანადგარების გადაადგილების და რემონტის დროს ძალიან ხშირია გაზის რეზინის მილის დაზიანების შემთხვევები“, – აცხადებენ კომპანიაში.