„თბილისი ენერჯი“ – ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი 2 996 დარჩა, ვმუშაობთ, რომ ყველას გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

21:24, 12.02.2025

ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოები გრძელდება და მუშაობენ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მიეწოდოს.

„საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს. ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი – 380, საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა. სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან, ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც. ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი