თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება
თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება

ქართველი სტუდენტების უნგრეთში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენას ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) 8 სექტემბერს, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

8 სექტემბერი, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 19:30).

„თბილისი-ბუდაპეშტის საჰაერო ხაზზე, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე უნგრეთის ან ტრანზიტულად, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

დატოვე კომენტარი