თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება
თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია MyWay Airlines 25 ივლისს შეასრულებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ იქნება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი