თბილისი 2025 | მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში დღეს ექვსი ქართველი გამოვა #1TVSPORT
თბილისი 2025 | მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში დღეს ექვსი ქართველი გამოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე 2025 მსოფლიო თასის გათამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

-95 კგ ლაშა​ ყიზილაშვილი (J2)

-95 კგ ზვიად გოგოჭური (J2)

+95 კგ რევაზ ჩიკოიძე (J2)

-70 კგ ქეთავან გილიგაშვილი (J2)

-95 კგ რამინი ყიფშიძე (J1)

-95 კგ გიორგი ბერიძე (J1)

წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება, ფინალურ ბლოკს კი 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. საერთაშორისო ტურნირს პარაძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარაათლეტები იღებენ, თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს და ის პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია.

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები: უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IBSA), ძიუდოს საერთაშოროსო ფედერაცია (IJF) და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (GJF).

საინფორმაციო მხარდამჭერი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.