„თბილავიამშენის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელფასების მატების საშუალება არ არის
„თბილავიამშენის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელფასების მატების საშუალება არ არის

„თბილავიამშენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის ქარხანაში ხელფასების მატების საშუალება არ არის. აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლებს მხოლოდ დანამატების გაცემას სთავაზობს, რაც კონტრაქტის 2 პროცენტს შეადგენს.

აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე არ ადასტურებს, რომ კომპანიაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

„დანამატებით, რომელიც დამოკიდებული იქნება ცალკეულ კონტრაქტზე, შემოსავალი გაცილებით და მნიშვნელოვნად გაეზრდება თითოეულ მოსამსახურეს. რაც შეეხება მათ მოთხოვნას, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაიწეროს ხელფასში, ამის დაკმაყოფილების საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს და შესაბამისად, ამ კუთხით ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ“,- განაცხადა ირაკლი გოგიბერიძემ.