თავხელიძის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა

22:23, 09.09.2019

თბილისში, თავხელიძის ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.

მათი თქმით, უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერ კახა კალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ხუციშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

გზა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ გაიხსნა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან.

მსგავსი