თავხელიძის ქუჩაზე მდებარე კლინიკა სპეციალისტების მიერ შემოწმდა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება
თავხელიძის ქუჩაზე მდებარე კლინიკა სპეციალისტების მიერ შემოწმდა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

თბილისში, თავხელიძის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში, სადაც ცოტა ხნის წინ სპეციფიკური სუნის გამო შენობიდან პერსონალი გავიდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სპეციალისტებმა შენობა შეამოწმეს, არაფერი აღმოჩნდა და შენობა დატოვეს.

კლინიკაში მუშაობა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკაში სპეციფიკური სუნის გამო ევაკუაცია იყო. თუმცა, როგორც ადგილზე საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ევაკუაცია არ გამოცხადებულა და შენობაში მყოფთა ნაწილი თავად გამოვიდა გარეთ.