თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის ემზადებიან

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის ემზადებიან.

პარტიის მხარდამჭერები შეკრებაზე დასასწრებად მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ.

„ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. 2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47-მა პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის პოლიტიკური ნაწილის დაწყებამდე, სცენაზე მომღერლები წარდგებიან.