თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ღონისძიების მონაწილეები იკრიბებიან [ვიდეო]

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიების მონაწილეები იკრიბებიან.

როგორც პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.