თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართა [ფოტო-ვიდეო]

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართა.

ღონისძიების ინიციატორი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მათ საქართველოს ევროპული მისწრაფების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.