„თავისუფლების მოედანი“ - საბიუჯეტო დაფინანსებას არ მივიღებთ, ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა, მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების მიმართვას აქციებზე დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ
„თავისუფლების მოედანი“ - საბიუჯეტო დაფინანსებას არ მივიღებთ, ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა, მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების მიმართვას აქციებზე დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ

„თავისუფლების მოედანი“ არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა. მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას, – ამის შესახებ აღნიშნულია კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შემავალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაში.

„თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში აუცილებელია პროდასავლური პარტიების ერთიანობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დასანიშნად;

„თავისუფლების მოედანი“ არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა. მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას.

ნათელია, რომ არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც ბარიერი გადალახა, არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მისასალმებელია, რომ პოზიცია არჩევნებისა და პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ არ შეცვლილა;

ახლა მთავარი ყურადღება და ენერგია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეცვლილი საგარეო გარემოებებისა და მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისკენ უნდა მიემართოს, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური და სამოქალაქო ერთიანობის შენარჩუნების, ხელახალი არჩევნების დანიშვნის და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის საწინდარი გახდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.