„თავისუფალმა საქართველომ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
„თავისუფალმა საქართველომ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მანდატისთვის ფოთიდან პედაგოგი თამარ ფაჩულია იბრძოლებს.

მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები და დეპუტატობის კანდიდატი. მათ შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ სამეგრელოს ოლქში წარვადგინეთ ქალბატონი თამარ ფაჩულია, რომელსაც ფოთელები იცნობენ არაჩვეულებრივად, ეს არის პედაგოგი, განათლებული, უწესიერესი ადამიანი, უწესიერესი ოჯახიდან და ვფიქრობ, რომ ფოთში და სამეგრელოს ოლქში იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო სხვაობა, პოლიტიკური ძალების მიერ დაყენებულ კანდიდატებს შორის, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ძველი კადრი, აი, იმ მმართველობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის სიმბოლო, რომელიც არის საქართველოში. „ნაციონალებიდან“ და „ევროპელებიდან“ ბოკერია, რომელიც არის ძალადობისა და რეპრესიების სიმბოლო და მეორეს მხრივ, ჩვენ ვაყენებთ ადამინს, რომელიც არის სისუფთავის და განათლების სიმბოლო. დღეს საკანონმდებლო ორგანოს დღეს სჭირდება არა ის მყვირალა ან მუნჯი სახეები, რომლებსაც გასული რვ წლის მანძილზე ჩვენ ვუყურებთ, არამედ სჭირდება ზუსტადაც პატიოსნება და განათლება. ქალბატონი თამარი არის სწორედ ამისი სიმბოლო. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ფოთელებს ცუდისა და კარგის არჩევა არ გაუჭირდებათ და გააკეთებენ სწორ არჩევანს „თავისუფალი საქართველოს“ სასარგებლოდ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

დატოვე კომენტარი