„თავისუფალი საქართველოს“ რუსთავის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის გეგმები და ამოცანები განიხილეს
„თავისუფალი საქართველოს“ რუსთავის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის გეგმები და ამოცანები განიხილეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რუსთავის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის გეგმები და ამოცანები განიხილა.

უკვე ერთი კვირაა პარტია რეგიონულ კომიტეტებთან შეხვედრებს მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრების მიზანი მომავალი არჩევნებისთვის მომზადებაა.

კახა კუკავას განცხადებით, პირველ რიგში მოხდება რეგიონებში სტრუქტურების ფორმირება, რათა ყველა საარჩევნო უბანზე იყოს კვალიფიციური და შემოწმებული წარმომადგენელი.